ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის  მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი  ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის განსაზღვრული საურავისაგან.

ამასთან, გაითვალისწინეთ !!!

სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება ზემოთ აღნიშნული შეღავათები.

 

დეტალები იხილეთ ბმულზე