ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

ინფორმაცია COVID–19 -თან დაკავშირებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლებისათვის
 
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სტანდარტულ საბაჟო პროცედურებთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების ყველა მძღოლს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე უტარდება სკრინინგი,  ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად. სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას ხორციელდება მათი დაფიქსირება და  შემდეგი პროცედურების განხორციელება:
  • ადგილზევე პირის დაუყოვნებლივი დროებითი იზოლაცია. თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით მოხდება შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მისი გადაყვანა;
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;
     
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევის (შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში) ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი გამწევის (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის  საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტომობილის, შეწყვილებული კომბინაციის) გადაადგილება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში და ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;ამასთანავე, ტრანზიტულად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი თერმულ სკრინინგზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში არ ექვემდებარება იზოლაციას;
 
 
 
COVID–19-ის გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით,  უცხო ქვეყნიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით: 
⦁ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროცედურების დასრულების შემდეგ, დანიშნულების ადგილამდე უნდა გადაადგილდეს გაუჩერებლად (გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებზე (https://tpl.ge/) და საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე);
  •  STOP POINT-ებზე მძღოლს უფლება აქვს შეავსოს საწვავის მარაგი, შეიძინოს გზათსარგებლობის ბარათი, მოიწესრიგოს თავი და შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები/სურსათი;
  •  შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა) მძღოლი უნდა დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და მათ მისვლამდე უნდა დარჩეს ავტომობილის კაბინაში. ამ მიზნებისათვის უნდა დარეკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის  ცენტრში ნომერზე -  112;
უცხო ქვეყანის მოქალაქე მძღოლის შემთხვევაში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:
⦁ ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა სგპ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში; 
⦁ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში; 
⦁ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში; 
⦁ სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში. 
 
⦁ საქართველოს მოქალაქის მიერ გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში: 
⦁ ტრანზიტულად გადაადგილებისას - სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე) მიტანის ვადა განისაზღვრება 24 საათით, ხოლო ასეთი გადაადგილების საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ან მისი მიმართულებით განხორციელების შემთხვევაში - 48 საათით.  
⦁ ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში; 
 
თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება  საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოსვლა ან/და საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით – ქვეყანაში შემოსვლიდან      7 კალენდარული დღის განმავლობაში.  
 
შენიშვნა:
გადაადგილების ვადაში არ ჩაითვლება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.
 
 
  • სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT) განსაზღვრულია:
  • ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, საკადასტრო კოდი: 68.16.45.054;
  • თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, საკადასტრო კოდი: 33.08.38.224;
  • გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, საკადასტრო კოდი: 66.44.02.033;
  • ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა, საკადასტრო კოდი: 32.03.34.211.

 

ზემოაღნიშნული წესების დარღვევისათვის (გარდა რეკომენდაციების შეუსრულებლობისა, ან იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჯარიმდება 3 000 ლარით. ამასთან, თუ დარღვევა შეეხება გადაადგილების ვადებს, სატრანსპორტო საშუალება (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული) დაუყოვნებლივ  დატოვებს  საქართველოს ტერიტორიას, სხვა შემთხვევაში მძღოლი მოთავსებულ იქნება 14-დღიან კარანტინში და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე.
 
C:\Users\anzor.ergeshidze\Desktop\ruka.JPG