ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

მძღოლებისთვის/გადამზიდავებისთვის 

COVID–19-ის გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
 
COVID–19-ის გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების ყველა მძღოლს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე უტარდება სკრინინგი, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად. სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას ხორციელდება მათი დაფიქსირება და  შემდეგი პროცედურების განხორციელება: 
 
  • ადგილზევე პირის დაუყოვნებლივი დროებითი იზოლაცია. თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით მოხდება შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მისი გადაყვანა;
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევის (შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში) ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი გამწევის (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის  საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტომობილის, შეწყვილებული კომბინაციის) გადაადგილება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში და ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;
ინფორმაცია COVID–19-თან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, უცხო ქვეყნიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით
 
საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსვლისას, საქართველოს მოქალაქე მძღოლი ვალდებულია, აირჩიოს საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდგომ იზოლაციაში გადასვლის ქვემოთ ჩამოთვლილი სახეებიდან ერთ-ერთი:

1. გადავიდეს თვითიზოლაციაში სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად – იმ შემთხვევაში, თუ მას ქვეყნის დატოვება განზრახული აქვს შემოსვლიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში და მის მიერ მითითებული ადგილი აკმაყოფილებს თვითიზოლაციისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს;
2.სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად გადავიდეს სახელმწიფოს მიერ თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სპეციალურ ტერიტორიაზე – იმ შემთხვევაში, თუ მას ქვეყნის დატოვება განზრახული აქვს შემოსვლიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში;
3.გადაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფოს მიერ თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სპეციალურ ტერიტორიაზე, ხოლო თავად გადავიდეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ საკარანტინო ზონაში 14 დღის ვადით – იმ შემთხვევაში თუ მას ქვეყნის დატოვება არ აქვს განზრახული შემოსვლიდან 14 დღის ვადაში.
შენიშვნა: 
  • საკარანტინო ზონაში განთავსების არჩევის შემთხვევაში, მძღოლს შეუძლია ავტომობილი დატოვოს თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან დამქირავებელი კომპანიის მიერ გამოყოფილ ავტოსადგომზე. ამ შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია 13:00 საათამდე გამოცხადდეს თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სპეციალურ ტერიტორიაზე.
  • საკარანტინო ზონაში გადაყვანის შემთხვევაში, მძღოლმა ქვეყანაში შემოსვლიდან გონივრულ ვადაში უნდა დაასრულოს გადაუდებელი საქმიანობა და გამოცხადდეს თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სპეციალურ ტერიტორიაზე, საიდანაც 24 საათში ერთხელ ყოველი დღის 13:00 საათზე, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის მიერ მოხდება მძღოლების საკარანტინო ზონაში გადაყვანა.
  •  თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სპეციალურ ტერიტორიებად განსაზღვრულია:
  • ქ. რუსთავის ავტოდრომის ტერიტორია;
  • ქ. ფოთის ყოფილი აეროპორტის  ტერიტორია.

 
 
COVID–19-ის გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უცხო ქვეყნიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით: 
საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროცედურების დასრულების შემდეგ, დანიშნულების ადგილამდე უნდა გადაადგილდეს გაუჩერებლად , გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებზე და საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე;
STOP POINT-ებზე მძღოლს უფლება აქვს შეავსოს საწვავის მარაგი, შეიძინოს გზათსარგებლობის ბარათი, მოიწესრიგოს თავი და შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები/სურსათი;
შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა) მძღოლი უნდა დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და მათ მისვლამდე უნდა დარჩეს ავტომობილის კაბინაში. ამ მიზნებისათვის უნდა დარეკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის  ცენტრში ნომერზე -  112;
 
უცხო ქვეყანის მოქალაქე მძღოლის შემთხვევაში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს
 
 
ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა სგპ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა) – და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება  საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას – (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით)  – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;
 
 
სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან  96 საათის განმავლობაში. 
 
საქართველოს მოქალაქის მიერ გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში: 
ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით)  სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე) მიტანის ვადა განისაზღვრება 24 საათით, ხოლო ასეთი გადაადგილების საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ან მისი მიმართულებით განხორციელების შემთხვევაში - 48 საათით. 
ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

სხვა შემთხვევაში, გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით;
 
თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება  საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოსვლა ან/და საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით – ქვეყანაში შემოსვლიდან      7 კალენდარული დღის განმავლობაში. 
 
 
რეკომენდირებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსური ანგარიშსწორება (საწვავის, სურსათის, სხვა ნივთების, დაზღვევის  შეძენა და სხვა) განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით (ონლაინ შესყიდვა, პლასტიკური ბარათი და სხვა) და გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სამედიცინო ნიღაბი,ხელთათმანი და სხვ.).
შენიშვნა:
გადაადგილების ვადაში არ ჩაითვლება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.

 
გაითვალისწინეთ: 
 
საქართველოს მოქალაქე მძღოლის შემთხვევაში: 
 
თვითიზოლაციის ადგილზე მისვლამდე ყველა დაშვებულ ქმედებასთან (დატვირთვა/გადმოტვირთვა, საბაჟო საწყობი, ბენზინგასამართი სადგური, ავტოტექმომსახურება, STOP POINT-ებზე გაჩერება, ტექდათვალიერება) დაკავშირებული გადაადგილება უნდა განახორციელდეს მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა პირთან კონტაქტისას უნდა გამოიყენონ შესაბამისი ეკიპირება (პირბადე, სადეზინფექციო ხსნარი).
ტვირთის ჩაბარებისა და საბაჟო პროცედურების დასრულებიდან ახალი შეკვეთის (ნებართვის) მიღებამდე პერიოდი უნდა გაატარონ თვითიზოლაციაში.
თვითიზოლაციის სივრცის დატოვების უფლება აქვთ საქართველოში შემოსვლიდან მე-14 დღეს ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ოპერატორთან შეთანხმებით, შემდეგი გადაზიდვის განხორციელებისას.

 
 
 
სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT) განსაზღვრულია:
ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, საკადასტრო კოდი: 68.16.45.054;
თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, საკადასტრო კოდი: 33.08.38.224;
გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, საკადასტრო კოდი: 66.44.02.033;
ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა, საკადასტრო კოდი: 32.03.34.211.
 
ზემოაღნიშნული წესების დარღვევისათვის (გარდა რეკომენდაციების შეუსრულებლობისა, ან იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჯარიმდება 3 000 ლარით. ამასთან, თუ დარღვევა შეეხება გადაადგილების ვადებს, სატრანსპორტო საშუალება (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული) დაუყოვნებლივ  დატოვებს  საქართველოს ტერიტორიას, სხვა შემთხვევაში მძღოლი მოთავსებულ იქნება 14-დღიან კარანტინში და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე.
 
სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (ცხელი ხაზი – 032 236 55 01) დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ, თუ:
  • ქვეყანაში შემოსვლიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შეჩერება (გარდა ზემოაღნიშნული ტერიტორიებისა);
  • სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდება დანიშნულების ადგილზე და მოახდენთ ტვირთის ჩამოცლას.
  • თვითიზოლაციის ადგილზე მისვლისას.
  •  
 
 

C:\Users\anzor.ergeshidze\Desktop\ruka.JPG