ქართველი მებაჟე-ოფიცრები ეფექტური კომუნიკაციის გზებს ეცნობიან
10 – 14 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის მებჟე-ოფიცრებისათვის ჩატარდა ტრეინინგი თემაზე „ეფექტური კომუნიკაცია, სხეულის ენა“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე დაძმობილების პროექტის, „ეკონომიკური საზღვრის კვეთისა და სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის გაძლიერება საქართველოში“, ფარგლებში.
ტრეინინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: შემოწმებისას მგზავრებთან ფსიქოლოგიური მიდგომა; მგზავრების პროფილირება; ძებნისა და დაკვირვების ტექნიკა; სხეულის ენა, არავერბალური კომუნიკაცია და სახის გამომეტყველება; ტყუილის გამოვლენა სიტყვების, ხმის და სხეულის მოძრაობების მიხედვით. ტრეინინგს უძღვებოდნენ იტალიიდან მოწვეული ექსპერტები - ჯუზეპე კორბო და ბაზილიო პელოსი.
მაქსიმალური ეფექტურების მისაღწევად ტრენინგი ჩატარდება წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ყოველივე ამან საშუალება მისცა მონაწილეებს არა მარტო თეორიულად მოესმინათ კურსი, არამედ პრაქტიკულად თავად დაკვირვებოდნენ მგზავრებს, გაეანალიზებინათ და შეეფასებინათ სიტუაცია. ტრეინინგის ბოლო დღეს ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს მხიარულ და ინტერაქტიულ თამაშში. თამაშისას უნდა გამოევლინათ მატყუარა და კონდრაბანდისტი.
თამაშის მსვლელობისას ტრეინინგისას მიღებული ცოდნა მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოიყენეს. ტრეინინგის დასასრულს მოაწყვეს ფილმის „სხეულის ენის საიდუმლოები“ ჩვენება. დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი იყო ცნობილი ადამიანების გამოსვლები და ტყუილის თქმისას ადამიანთა ქცევების თავისებურებები, მათი გამოვლენა და საერთო ანალიზი.
სწავლებაში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასაზღვრო გამშვები პუნტქების ოცმა მებაჟე-ოფიცერმა. დასავლეთით მდებარე საბაჟოების თანამშრომლებისთვის ანალოგიური ტრენინგი იგეგმება სარფში 2013 წლის თებერვალს.