კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ

12-სექტემბერი-2012

შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯაბა ებანოიძესა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრის მოადგილესთან ზია ალთუნიალდიზს შორის ა.წ. 3 სექტემბერს ქ. სტამბოლში  შეხვედრა შედგა.

 

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველო „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ.

 

ეს შეთანხმება საშუალებას იძლევა, მშენებლობასთან დაკავშირებული:

 

- ფიზიკურ პირთა, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საზღვრის გადაკვეთის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივდეს,

- საქონლის იმპორტი საქართველოში გათავისუფლდეს ყოველგვარი სახის იმპორტის გადასახდელებისგან;

- საქმიანობის ხელშეწყობისთვის საზღვარზევე შეიქმნას საზღვრის კვეთის დროებითი პუნქტი;

 

შესაბამისად, ამ დოკუმენტით შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რათა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების მხრიდან ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულდეს მოკლე ვადაში. აღნიშნული გვირაბი მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის შორის სარკინიგზო მიმოსვლის დასაწყებად. რკინიგზის სატრანსპორტო პოტენციალის ჩართვა კიდევ უფრო აამაღლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით გამავალი აბრეშუმის გზის სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას.

 

შეხვედრის ფარგლებში ქართული და თურქული დელეგაციის ხელმძღვანელებმა განიხილეს სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების თაობაზე შეთანხმების ამოქმედების საკითხი, რაც ითვალისწინებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ერთობლივი საბაჟო პროცედურების განხორციელებას, მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საზღვარზე გადაადგილების ხელშეწყობის უზრუნველყოფას და იდენტური საბაჟო პროცედურების თავიდან აცილებას. ქართული და თურქული მხარეების შეთანხმებით ამოქმედებისთვის აუცილებელი პროცედურები დასრულდება ა.წ. ოქტომბრის თვეში.

 

ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს „სარფი-სარფ“ სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფეხით მოსიარულეთა საზღვრის გადაკვეთისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. დღის წესრიგში იყო ასევე, საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახი-ჩილდირ/აკტაშ“ უახლოეს მომავალში გახსნის საკითხი. ქართული და თურქული დელეგაციის ხელმძღვანელებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის შედეგად 2013 წლიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „ახალციხე-პოსოფი/თურქგოზუ“ იფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში პირველი მაისიდან პირველ ნოემბრამდე.


სიახლეების
არქივი
დეკემბერი 2014
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

X
სიახლეების გამოწერა