შემოსავლების სამსახურმა ტურისტებისთვის ფოტოკონკურსი გამოაცხადა
შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტების შიდა სივრცის გაფორმების მიზნით, ტურისტებისთვის ფოტოკონკურსი გამოაცხადა. კონკურსის თემაა საქართველო. მისაღებია ნებისმიერი ფოტო, რომელიც ასოცირდება საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან, ისტორიასთან, თანამედროვეობასთან და კონცეპტუალურად არ სცდება ძირითად თემას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოყვარულ, ან პროფესიონალ ფოტოგრაფს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. ერთი მონაწილის მიერ გამოსაგზავნი ფოტოების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
ფოტოები შეირჩევა შემოსავლების სამსახურის სპეციალური ჟიურის მიერ და დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კანდიდატებთან. გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის ფოტო, რომელიც შეირჩევა ობიექტების გასაფორმებლად (შესარჩევი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის). ფოტოები დაიბეჭდება და გამოიფინება ავტორის მითითებით.
შემოსავლების სამსახური უფლებას იტოვებს გამოიყენოს ყველა საკონკურსო ფოტო, რომელიც შერჩეული იქნება გამოფენისთვის. ამასთან, არ არის შეზღუდული ავტორის მიერ ფოტოს სხვა დანიშნულებით გამოყენება.
კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• უნდა იყოს კონკუსანტის გადაღებული;
• ერთი ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800pix.-ს;
• ავტორს უნდა გააჩნდეს ფოტოს ორიგინალი, ზომით არანაკლებ 1600pix.-ისა;
• ფოტოს დასახელება უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი (რამდენიმე ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, დანომროთ ისინი. მაგალითად, Name_Surname_01);
• სასურველია, ფოტოს ახლდეს მოკლე, მხატვრული აღწერა, რომელშიც ასახული იქნება ავტორის დამოკიდებულება ფოტოს მიმართ და მისი კავშირი კონკურსის თემასთან (საუკეთესო აღწერები გამოიფინება ფოტოსთან ერთად).
დაინტერესების შემთხვევაში კონკუსანტმა უნდა გამოაგზავნოს ფოტოსურათი, ან ფოტოსურათები მითითებული წესების დაცვით და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელ. ფოსტის მოსამართი, საცხოვრებელი მისამართი).
საკონკურსო ფოტოები მიიღება
2012 წლის 15 ოქტომბრამდე. ელექტრონული ფოსტის მისამართია:
photo@rs.ge