თბილისში მორიგი 10 000 ლარი გათამაშდა

29-აგვისტო-2012
შემოსავლების სამსახურის წამახალისებელ გათამაშებაში კიდევ ერთი 10 000 ლარი გათამაშდა. თბილისში მცხოვრებმა ლალი კოკელაძემ 2 ლარი ჩარიცხა ტელეფონის სასაუბრო დროზე და მიღებული ჩეკით 10 000 ლარი მოიგო. გამარჯვებული მოგებული თანხით საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას აპირებს.
 
მომგებიანი ჩეკის მფლობელმა ლალი კოკელაძემ, დღეს, კუთვნილი თანხა ლიბერთი ბანკში გაანაღდა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მას საჩუქრები და სიმბოლური, 10 000 ლარიანი  ჩეკი გადასცეს. გამარჯვებულს მოგებული 10 000 ლარი სრულად გადაეცა. შესაბამისი გადასახადი შემოსავლების სამსახურმა დაფარა.
 
„ჩეკების გათამაშება“ 18 აპრილს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, გათამაშების შედეგად, უკვე 170 000 - მდე გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებული თანხა კი 3,5 მილიონ ლარამდეა. წამახალისებელი გათამაშების ბიუჯეტი 9 მილიონ ლარს შეადგენს. გათამაშება წლის ბოლომდე გაგრძელდება.
 
 
 

სიახლეების
არქივი
აგვისტო 2014
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
სიახლეების გამოწერა