შემოსავლების სამსახური აცხადებს ელექტრონულ აუქციონს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, 178 მ2 მიწის ნაკვეთის, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით 49 წლის ვადით გადაცემის თაობაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელებისთვის. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მდებარეობს საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სადაც დღეში 7000-მდე ადამიანი კვეთს ტერიტორიას. 2011 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა. დღეს სარფი რეგიონის ყველაზე მოდერნიზებულ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარმოადგენს. ელექტრონული აუქციონი გაგრძელდება 23 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით. მონაწილე, რომელიც მოიპოვებს მიწის ნაკვეთზე უფლებას აუქციონის გავლით, უფლებამოსილი იქნება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ააშენოს მაქსიმუმ 2 სართულიანი ნაგებობა, რომლის მშენებლობის გეგმაც თანხმდება შემოსავლების სამსახურთან. აღსანიშნავია რომ ბიზნეს სექტორისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნის მიზნით, კანონმდებლობაში მოხდა რიგი ცვლილებების შეტანა რომლის შედეგადაც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მაღაზიის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 50 წლის ვადით; 50 000 EUR (ექვივალენტი ლარებში) ოდენობის საბაჟო გარანტიის წარდგენის ვადა გადაიდო საქმიანობის დაწყების დროისათვის, შესაძლებელი გახდა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ელექტრონული გაყიდვების განხორციელება. ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე: www.eauction.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: