შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული მომსახურებები ბუღალტრებს გააცნო
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ელექტრონული მომსახურებების უკეთ გაცნობის მიზნით ბუღალტრებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ბუღალტრებს შესაძლებლობა ქონდათ პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერსო ყველა შეკითხვაზე.
ბიზნესის წარმატებისათვის, ბუღალტერიის სწორად და გამართულად წარმოება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ერთ-ერთი პრიორიტეტი შემოსავლების სამსახურისთვის ბუღალტრების მუდმივი ინფორმირებაა.
შემოსავლების სამსახური მსგავსი სახის შეხვედრებს პერმანენტულად აწყობს. 15 ივნისიდან www.rs.ge-ს საშუალებით, მეწარმეებს და ნებისმიერ პირს, რომელიც ბიზნესსაქმიანობაშია ჩართული შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ „ფორუმზე“, აირჩიონ მათთვის სასურველი თემა, შეხვედრის ადგილი და გაიგონ ყველა სიახლე ბიზნესის უკეთ წარმართვის მიზნით.
„ფორუმი” გადამხდელს საშუალებას აძლევს შემოსავლების სამსახურს გაუზიაროს საკუთარი მოსაზრება, გაეცნოს კოლეგების აზრს, დასვას კითხვები და მიიღოს მყისიერი პასუხები.
შემოსავლების სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში და გაეცნოს იმ სიახლეების, რომელიც საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ხორციელდება.