13-ივნისი-2012
კიდევ ერთი 10 000 ლარი კახეთში გათამაშდა
„ჩეკების გათამაშების“ მორიგი გამარჯვებული ლაგოდეხის რაიონის, სოფელ წიფლისწყაროში მცხოვრები თენგიზ ჯაჯანიძეა. მან  წყლის მილი შეიძინა და ჩეკის გადამოწმებით 10 000 ლარის მფლობელი გახდა.
 
მომგებიანი ჩეკის მფლობელ თენგიზ ჯაჯანიძეს, დღეს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სიმბოლური, 10 000 ლარიანი ჩეკი გადასცეს. თენგიზ ჯაჯანიძეს თანხის განაღდება 30 კალენდარული დღის განმავლობაში ლიბერთი ბანკში, კორსტანდარტ ბანკში, ბაზის ბანკსა და პრივატ ბანკში შეუძლია. მას თანხა სრულად გადაეცემა. შესაბამის გადასახადს შემოსავლების სამსახური დაფარავს.
 
10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები გაიცემა აღნიშნული ბანკების ცენტრალურ ფილიალებში. მომგებიანი ჩეკის მფლობელმა, სავალდებულოა, თან იქონიოს ჩეკი და პირადობის მოწმობა.
 
„ჩეკების გათამაშება“ 18 აპრილს დაიწყო და პროექტის დასრულებამდე შემოსავლების სამსახური 10 000 ლარს 14-ჯერ, ხოლო 50 000 ლარს კიდევ სამჯერ გაათამაშებს. დღევანდელი მონაცემებით, გათამაშების შედეგად, უკვე 66 000 - მდე გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებული თანხა კი მილიონ სამასი ათას ლარზე მეტია.
 
 
 
 
 
 
 

2013
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი