შემოსავლების სამსახურმა „ჩეკების გათამაშება“ დაიწყო

18-აპრილი-2012

შემოსავლების სამსახურმა უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო. 18 აპრილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით, წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდებით. გათამაშდება 10, 20, 50, 100, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები.


გათამაშება ტარდება ყოველდღე, 18 აპრილის დილის ათი საათიდან, მისი მიმდინარეობის განმავლობაში მოგების სახით გაიცემა 9 მილიონი ლარი.


„ჩეკების გათამაშებაში“  ჩართვა მარტივია - ამისათვის, საჭიროა ნებისმიერი შესყიდვის დროს მოითხოვოთ ჩეკი, ხოლო შემდეგ მარტივად გადაამოწმოთ, გახდით თუ არა იღბლიანი ქვითრის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ გათამაშების მონაწილე, არათუ უსასყიდლოდ ერთვება წამახალისებელ ლატარიაში, მას ასევე, უსასყიდლოდ, შეუძლია შეამოწმოს ჩეკის მომგებიანობა.

შემოსავლების სამსახურმა, მომხმარებელს მეტი კომფორტისთვის შეიმუშავა ჩეკების მომგებიანობის შემოწმების სამი მეთოდი: გათამაშების მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, www.rs.ge - ზე, მოცემული სპეციალური ფორმით, მობილური ოპერატორებიდან (ჯეოსელი, მაგთი) *200# - ის აკრეფით და მოცემულ ველებში შესაბამისი კოდების შეყვანით და ასევე, ჩეკის მომგებიანობა შესაძლებელია შემოწმდეს სწრაფი გადახდის აპარატებით (TBC Pay და NOVA).
 

მომგებიანობის გადასამოწმებლად, საჭიროა, ჩეკის ორი უნიკალური (ექვსნიშნა და რვანიშნა) კოდის შეყვანა, ვებგვერდსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, სპეციალურად შექმნილ გრაფებში, ან ნებისმიერი ნაღდი ფულით შესყიდვის შემდეგ მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს უფასოდ შეუძლიათ დარეკონ  *200# - ზე და შეიყვანონ შესაბამისი კოდები. ორივე კოდი ერთად 14 ციფრისგან შედგება.
 
მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის, კორსტანდარტ ბანკის, პრივატ ბანკის, ან ბაზის ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მოგებიდან 30 დღის განმავლობაში.
 
10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები გაიცემა აღნიშნული ბანკების ცენტრალურ ფილიალებში.
 
მომგებიანი ჩეკის მფლობელმა, სავალდებულოა, თან იქონიოს ჩეკი და პირადობის მოწმობა.
 
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებების მფლობელებს არ დაუკავდებათ საშემოსავლო გადასახადი. შესაბამის თანხას გადაიხდის თავად შემოსავლების სამსახური.
 
„ჩეკების გათამაშებაში“ პარტნიორობას შემოსავლების სამსახურს, ზემოთ ჩამოთვლილ ბანკებთან და ორგანზაციებთან ერთად საქართველოს ლატარიის კომპანია უწევს, რომელმაც შეიმუშავა სპეციალური პროგრამა,რომლის საშუალებითაც ხდება მომგებიანი ჩეკების გამოვლენა.
 
შემოსავლების სამსახური, ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს. შესაბამისად, „ჩეკების გათამაშების“ პარალელურად, 18 აპრილიდან იმუშავებს ცხელი ხაზი, ნომრით +(995 32) 2 421 200.
 
ასევე, გათამაშების განმავლობაში, ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი, შესაძლებელია მიიღოთ ფეისბუქის საშუალებით. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი გვერდი „ჩეკების გათამაშება“ 18 აპრილიდან ამოქმედდა.
 

 


სიახლეების
არქივი
ნოემბერი 2014
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

X
სიახლეების გამოწერა