ინფორმაციის განახლების თარიღი: 26 მარტი 2012

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება


„ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეული), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება ყოველგვარი რადიაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, ექსპორტი, რეექსპორტი და იმპორტი ნებისმიერი მიზნით.

ძირითადი მარეგურილებელი ნორმატიული აქტები:
  • საქართველოს კანონი - „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“     
  • საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №19  ბრძანება - „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვების ფორმების დამტკიცების შესახებ“