საბაჟო გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“ და ,,კარწახი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

09-იანვარი-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დარიალის ხეობაში დიდთოვლობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ზვავსაშიშროების გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,კარწახი“. ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1- კმ36.5 მონაკვეთში, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვითარების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდება.

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი  - LIVE კამერა,  აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ ,,ყაზბეგში” არსებულ ვითარებას.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მარტი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა