წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

06-დეკემბერი-2018

6 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.ი.-ს ფიზიკური დათვალიერებისას  800 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე) აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა  საქონელი და ათასი  ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
თებერვალი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728

X
ახალი ამბების გამოწერა