მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ,,საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან საქართველოს შეერთების სიგელი გადაეცა

08-ნოემბერი-2018

7 ნოემბერს,  ბრიუსელში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) სათაო ოფისში, „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ კიოტოს საერთაშორისო კონვენციაზე“, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ხელმოწერილი, შეერთების სიგელის გადაცემის ცერემონია გაიმართა.

შეერთების სიგელი  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის  გენერალურ მდივანს  კუნიო მიკურიას გადაეცა. საერთაშორისო საბაჟო თანამეგობრობის მიერ, აღნიშნული კონვენცია  სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში ყველაზე ავტორიტეტულ დოკუმენტად მიიჩნევა და კონვენციის 112 ხელშემკვრელი მხარისთვის, საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კოდექსის ჰარმონიზიის საფუძველს წარმოადგენს.

კონვენცია ადგენს, საბაჟო პროცედურების ერთიან საერთაშორისო სტანდარტს,  რომელიც ხელს უწყობს კანონიერ საერთაშირისო ვაჭრობას და უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

X
ახალი ამბების გამოწერა