სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

11-სექტემბერი-2018

9 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტებში ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, , არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, გ.პ-ს, მ.გ-სა და ვ.მ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 18,008.5 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს, საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 236.54 გრამი) აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 18,008.5 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ნოემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

X
ახალი ამბების გამოწერა