თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

11-სექტემბერი-2018

9 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ა-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედაგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (69 აბი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის მე-6 განყოფილებას გადაეცა.

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
იანვარი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა