ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

08-აგვისტო-2018

29 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მ.ფ.-ს კუთვნილი ხელბარგის, დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 360,32 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 21,855 ლარი შეადგინა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

X
ახალი ამბების გამოწერა