ქუთაისის აეროპორტში 64 ათასი ლარის ღირებულების ოქრო და ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

09-აგვისტო-2018

7 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ნ.ა.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 573, 85 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64,620 ლარი შეადგინა. ნ.ა-ს ხელბარგში, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტებიც (Zamudol – 23 აბი, Orozamudol – 17 აბი, Pregabaline Mylan 22 - კაფსულა, Urbanyl -240 აბი ) გამოავლინეს. ამასთან, კანონდამრღვევი მოქალაქის პირადი ნივთების დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი (SUBUTEX – 5 აბი) იქნა აღმოჩენილი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა