სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

10-ივლისი-2018

6 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეების, კ.მ-სა და კ.გ-ს ხელბარგების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 116.95 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11,906.84 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11,906.84 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურ


ახალი ამბების
არქივი
ნოემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

X
ახალი ამბების გამოწერა