ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

13-ივნისი-2018

13 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის გ.ს-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, ერთი ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 8 ცალი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის გორელოვკის განყოფილებას გადაეცა.

 

  

ფინანსთა სამინისტროს შემსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა