საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული ოქრო დააკავეს

21-თებერვალი-2013

დღეს,  21 თებერვალს, გუგუთისა და ნინოწმინდის  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, სომხეთიდან, საქართველოში, ოქროს ნაკეთობების სამართალდარღვევის გზით შემოტანის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთიდან ტრანზიტად მიმავალმა, სომხეთის მოქალაქე, ქ. გ-მ,  ს.გ.პ. გუგუთის გავლით, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით,   ქვეყანაში   ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა. კიდევ ერთი ფაქტი ს.გ.პ. ნინოწმინდაში დაფიქსირდა. სომხეთიდან ოქროს ნაკეთობები, სომხეთის მოქალაქე მ.შ.-ს  შემოჰქონდა. შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, არადეკლარილებული  საქონლის ქვყანაში შემოსვლა აღკვეთილია.


ოქროს ნაკეთობების ღირებულების დადგენის მიზნით, ნინოწმინდასა და გუგუთში გამოვლენილი არადეკლარირებული საქონელი  გაგზავნილია ს.გ.პ. აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილებაში.


                                                                        სსიპ შემოსავლების სამსახური


 


სიახლეების
არქივი
აპრილი 2014
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

X
სიახლეების გამოწერა