ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

საშემოსავლო გადასახადი

ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?

რეზიდენტი ფიზიკური პირი, ანუ პირი რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში;

არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული გადახდის წყაროდან.

 
დასვით კითხვა

რამდენ პროცენტს შეადგენს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი?

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 20 პროცენტს.

 

 

დასვით კითხვა

რომელ საგადასახადო ორგანოს უნდა მიმართონ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებმა საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით?

საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეები (რეზიდენტი ფიზიკური პირები) ვალდებულნი არიან დადგნენ საგადასახადო აღრიცხვაზე საცხოვრებლის/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

 

დასვით კითხვა

რა ვადაშია ვალდებული ფიზიკური პირი, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლებიდან?

საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ აპრილამდე საშემოსავლო გადასახადს იხდის:

•  ფიზიკური პირი 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან;

•  ფიზიკური პირი მემკვიდრეობით ან ჩუქებით (გარდა I-II და III-IV რიგისა) მიღებული ქონების ღირებულებიდან. III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას 2 კალენდარული წლის განმავლობაში (მუხლი 153-7).

 

 
დასვით კითხვა

რამდენ პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება დივიდენდი?

რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. 

დასვით კითხვა

რამდენ პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება პროცენტი?

არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. 

 

დასვით კითხვა

რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირები?

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2014 წლის 1-ლ იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ 
 
 

დასვით კითხვა

ფიზიკურ პირს ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში ეკისრება თუ არა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება?

ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ფიზიკურ პირს ეკისრება საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების საბაზრო ღირებულებიდან. შენიშვნა: ზემოაღნიშნულისაგან გათავისუფლებულია საგადასახადო წლის განმავლობაში: ა) I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; ბ) III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული 150 000 ლარამდე ქონების ღირებულება; გ) ფიზიკური პირის მიერ სხვა ფიზიკური პირისაგან ჩუქებით მიღებული 1000 ლარამდე ქონების ღირებულება (გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა) (მუხლი 82).

დასვით კითხვა

ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას ვინ შეიძლება ჩაითვალოს I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად?

ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:
I რიგის მემკვიდრეებად: მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
II რიგის მემკვიდრეებად: და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;
III რიგის მემკვიდრეებად: ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის
დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
IV რიგის მემკვიდრეებად: ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.

დასვით კითხვა

რა წარმოადგენს არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს ?

საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე.
არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით, არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით (მუხლი 80-3,4).
 

დასვით კითხვა

რა სახის შემოსავლები არ განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს?

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:
ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;
ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება (მუხლი 101-3).
 

დასვით კითხვა

თავისუფლდება თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ უსასყიდლოდ მიღებული ბინის ან/და მიწის ნაკვეთის ღირებულება?

საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისგან თავისუფლდება დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის –  სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი (მუხლი 82-1.ნ).

დასვით კითხვა

როდესაც ფიზიკური პირი ახდენს იმ მატერიალური აქტივის რეალიზაციას, რომელსაც იგი არ იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, რა შემთხვევაში და რა ვადაში ეკისრება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის ვალდებულება?

თუ ფიზიკური პირი ახდენს 2 წლამდე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივის ან 6 თვემდე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას, მას აქვს ვალდებულება საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1-ლ აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს ფასთა შორის ნამეტის 20%.

დასვით კითხვა

რა წარმოადგენს რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს ?

რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის (მუხლი 80-1).
 

დასვით კითხვა

გადასახადის გადამხდელის მიერ დაქირავებულისათვის განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება იბეგრება თუ არა საშემოსავლო გადასახადით?

დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება დაქირავებულისათვის წარმოადგენს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას (მუხლი 101-2).
 

დასვით კითხვა

საშემოსავლო გადასახადის რა განაკვეთით იბეგრება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები?

2011 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის 1-ლ იანვრამდე საგადასახადო პერიოდში ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება იბეგრება 20%-იანი განაკვეთით (მუხლი 309-1).
 

დასვით კითხვა

მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, რა პრინციპით და რა განაკვეთით უნდა მოახდინონ საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე(საავანსო) გადასახდელების გადახდა?

 მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: 

·         არა უგვიანეს 15 მაისისა - 25%

·         არა უგვიანეს 15 ივლისისა - 25%

·         არა უგვიანეს 15 სექტემბერისა - 25%

·         არა უგვიანეს 15 დეკემბერისა - 25%.

დასვით კითხვა

Close
Captcha image
Show another codeსხვა კოდი