ინფორმაციის განახლების თარიღი: 14 სექტემბერი 2017

ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების აწონვის შესახებ


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, ცენტრალურ სერვერზე, საინფორმაციო ნაკადის სახით, ავტომატურად აისახება საბაჟო გამშვებ პუნქტებში (,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,ყაზბეგი“, ,,ლაგოდეხი“, ,,გუგუთი“, ,,სარფი“ , ,,ბათუმის პორტი“, ,,ფოთის პორტი“) დაფიქსირებული მონაცემები აწონილი ავტომობილების შესახებ. პროგრამა საშუალებას იძლევა მებაჟე-ოფიცრის მიერ ავტომობილის აწონვის შედეგები გადამოწმდეს, როგორც მიმდინარე რეჟიმში, ასევე მოგვიანებით. აღნიშნული პროგრამული პროდუქტი მინიმუმამდე ამცირებს მებაჟე-ოფიცრის მიერ ავტომობილის აწონვის პროცესში დარღვევის ალბათობას. შესაბამისად, პროგრამა წარმოადგენს ავტომობილების აწონვის პროცესზე მონიტორინგის თანამედროვე, ეფექტურ საშუალებას.

ქსელური სისტემის საშუალებით ფოთის პორტის ნავსადგური ონლაინ რეჟიმში აწვდის შემოსავლების სამსახურს რკინიგზის ვაგონების წონის შესახებ მონაცემებს, ამასთან, ასევე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს საბაჟო საწყობების მარცვლეულის სილოსებში დამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული სასწორების მონაცემების კონტროლი.