გთხოვთ გაითვალისწინოთ!!!

საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფი"-ს მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს ხელვაჩაურის რაიონში მდებარე "ფიგოილი"-ს ან "ლიგა"-ს ან "ავტოპარკი2015"-ს ავტოსადგომზე. საბაჟო გამშვები პუნქტი "ლაგოდეხი"-ს მიმართულებით გადაადგილებული უნდა განთავსდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში არსებულ ავტოსადგომზე "ნიუ-ჯორჯია" და "მაი ვეი". საბაჟო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდი" მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომანქანები უნდა განთავსდეს მარნეულის რაიონში არსებულ ავტოსადგომებზე "ნიუ ვეი", "მარნეული 2014", "მწვანე", "წითელი ხიდი", ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგი" მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომანქანები უნდა განთავსდეს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში არსებულ ავტოსადგომზე "მერფი ყაზბეგი". ავტოსადგომებიდან ავტომანქანების გაშვება მოხდება შემოსავლების სამსახურის რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილებს, რომლებსაც არ ექნებათ გავლილი რეგისტრაცია აღნიშნულ სისტემაში ან თვითნებურად (რიგის დარღვევით) დატოვებს ავტოსადგომს, არ მიეცემათ საზღვრის გადაკვეთის უფლება.

local_parking ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებზე რიგების მდგომარეობის შესახებ

keyboard_backspace უკან
ავტოსადგომის დასახელება პარკინგზე დაკავებული ადგილების რაოდენობა თავისუფალი ადგილების რაოდენობა
სულ რიგში მდგომი ავტომანქანების რაოდენობა სულ თავისუფალი ადგილების რაოდენობა
გამოძახებას ელოდება შემდეგი ავტომობილები