ინფორმაციის განახლების თარიღი: 07 ნოემბერი 2018

საჩივრის წარდგენა შემოსავლების სამსახურში

label_important იმ შემთხვევაში თუ გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნას, ოქმს ან/და საგადასახადო ორგანოს სხვა გადაწყვეტილებას, აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს იგი მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
label_important მნიშვნელოვანია გადამხდელმა გასაჩივრებული დოკუმენტების გრაფაში სწორად მიუთითოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები (ნომერი, თარიღი). რეკვიზიტების სწორად მითითების შემთხვევაში, სადავო თანხები აისახება დროებითი აღრიცხვის (არაღიარებულ) ბარათზე და გადამხდელის მიმართ სადავო თანხებზე საგადასახადო დავის პერიოდში საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები დავის დასრულებამდე არ გავრცელდება.
გადამხდელმა რომელსაც აქვს ავტორიზაცია (მომხმარებლის სახელი და პაროლი), საჩივარი უნდა წარდგენოს ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან
web ელექტრონული საჩივარი
notifications ყურადღება! თქვენ შეგიძლიათ სისტემაში შეხვიდეთ „სატესტო მომხმარებლით“ და დაათვალიეროთ ელექტრონული საჩივრის ფორმა. რეალური საჩივრის წარსადგენად კი აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია თქვენი მომხმარებლით
ელექტრონული საჩივრის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მატერიალური ფორმით კანცელარიაში საჩივრის უშუალოდ ჩაბარების გზით ან/და ფოსტის მეშვეობით
save_alt მატერიალური საჩივარი
warning დავების განხილვის ორგანოს გადაწყვეტილება გადამხდელს გაეგზავნება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ არ გააჩნია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი გადაწყვეტილებას მიიღებს ფოსტის მეშვეობით ან პირადად ჩაიბარებს კანცელარიაში“ (თვალსაჩინოებისთვის იხილეთ დანართი N1).