წინასწარი გადაწყვეტილება


საქონლის საქართველოში შემოტანისას ან/და გატანისას, დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის სეს ესნ კოდის ან საქონლის შემქმნელი ქვეყნის წინასწარი დადგენის გამო, დაინტერესებულ პირს შეუძლია, შემოსავლების სამსახურს მიმართოს განცხადებით   (ქვემოთ მოცემული დანართი № 1-ის შესაბამისად).
ერთი განცხადებით პირს შეუძლია საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის ან საქონლის შემქმნელი/მწარმოებელი ქვეყნის დადგენის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ ერთი დასახელების საქონელზე.
წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 60 დღისა.
იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არ არის საკმარისი წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემოსავლების სამსახური განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის განმავლობაში ატყობინებს პირს ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენის საჭიროებას. ხარვეზის აღმოფხვრის ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ამ შემთხვევებში, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების ვადა შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრამდე, ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე.
წინასწარ გადაწყვეტილებას ყველა საგადასახადო ორგანოსათვის აქვს იურიდიული ძალა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში დასახელებულ საქონლზე. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, საჭიროა, სასაქონლო კოდის ან მწარმოებელი ქვეყნის განსაზღვრა(თუ ასეთი გადაწყვეტილება გაცემულია აღნიშნულ საქონელზე) საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე. დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულიად უნდა შეესაბამებოდეს იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც გაცემულია გადაწყვეტილება;
წინასწარი გადაწყვეტილება ძალაშია გაცემიდან 3 წლის ვადით ვადით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინასწარ გადაწყვეტილებაზე განაცხადის შევსება, აგრეთვე, შესაძლებელია ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურში www.rs.ge.

დაინტერესებულ პირს შეუძლია, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის საფასურია
  • 250 ლარი − წინასწარი გადაწყვეტილების გაცემა 10 სამუშაო დღეში;
  • 500 ლარი − წინასწარი გადაწყვეტილების გაცემა 5 სამუშაო დღეში