საგადასახადო
გადამხდელი
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
სასაქონლო ზედნადები
Privé-პირადი საგადასახადო მრჩეველი
უბნის საგადასახადო ოფიცერი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა
საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი
სათამაშო ბიზნესის ნებართვები
საერთაშორისო ფინანსური კომპანია
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი
ალტერნატიული აუდიტი
მედიაცია
სახაზინო კოდები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური
საგადასახადო შეთანხმება
საგადასახადო დავის წარმოება
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები
წინასწარი გადაწყვეტილება
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელები
GPRS სალარო აპარატი
გადასახადები
საბაჟო
ბროშურები
ხშირად დასმული კითხვები
ბმულები

წინასწარი გადაწყვეტილება

რა არის წინასწარი გადაწყვეტილება?

თქვენ უფლებამოსილი ხართ, როგორც წარსულში განხორციელებულ აგრეთვე მომავალში განსახორციელებელ ოპერაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით მიმართოთ შემოსავლების სამსახურს. წინასწარი გადაწყვეტილება არის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. თუ თქვენ იმოქმედებთ წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.

რამდენია წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის დადგენილი საფასური?
  •  წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის დადგენილია მომსახურების საფასურის შემდეგი ოდენობა:

✔ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა 20 სა¬მუ¬შაო დღე¬ში:

✔ 1 000 000 ლარზე მეტი კაპიტა¬ლის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი;  სხვა პირებისათვის – 5 000 ლარი.

✔ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა 20 -დან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში:

✔ 1 000 000 ლარზე მეტი კაპიტა¬ლის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი;

✔ სხვა პირებისათვის – 5000 ლარი. • საფასურის ოდენო¬ბის განსაზღვრის მიზნები¬სათ¬ვის მხედველობაში მიიღება თქვენს მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები.

  •  საფასურის გადახდა ხორციელდება შემდეგ ანგარიშზე:

სს “კორ სტანდარტ ბანკი”, ბანკის კოდი – 220101945, მიმღები _ “შემოსავლების სამსახური” მიმღების ანგარიში - GE14KS00 0000 0000 0777 77, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით.

როგორ უნდა მოვიქცე წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად?
  •  წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოთ შემდეგი განცხადებით:
  •  განცხადებას უნდა დაურთოთ მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
  •  საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა შესაძლებელია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. თქვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენამდე ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მეორე სამუშაო დღიდან.
  •  ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ხარვეზის აღმოსაფხვრელად განგისაზღვრავთ გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ შემთხვევაში, ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება თქვენს მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.
რა არის წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლები?
  •  წინასაწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:

► წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც უკვე ჩაგბარდათ საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

► წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ;

► საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო თქვენს წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით თქვენს მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

► მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა;

► წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით.

წინასწარი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები
  •  წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც ის იქნა გამოცემული.
  •  თუ თქვენ მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.
  •  წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ:

► წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს;

► გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება;

► საქართველოს კანონმდებლობის ნორმამ, რომელიც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას და რომელსაც მიეცა უკუქცევითი ძალა, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნორმის ამოქმედებამდე გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე.

წინასწარი გადაწყვეტილების კოდიფიკაცია
  •  თქვენ უფლებამოსილი ხართ, მოითხოვოს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულ ცვლილებებთან, რის შემდგომაც შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს წინასწარი გადაწყვეტილების კოდიფიკაცაცია.
  •  წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულ ცვლილებებთან ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისას გადახდილი საფასური მოიცავს წინასწარი გადაწყვეტილების კოდიფიკაციის მომსახურებასაც.
წინასწარი გადაწყვეტილება