ბიზნესის რეგისტრაცია
გადამხდელის გვერდი
გადასახადის სახეები, განაკვეთები და გადახდის ვადები
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის წესი
საკონტროლო-სალარო აპარატი , ჩგდ
საქონლის/მომსახურების მიწოდების/გადაადგილების დოკუმენტი
ჩვენ გთავაზობთ . . .
შეღავათიანი რეჟიმები
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
სათამაშო ბიზნესის ნებართვა
ბუნებრივი რესურსები
სტატუსები და რეჟიმები
დოკუმენტების წარდგენის და საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები
სასაქონლო ოპერაციები
მომსახურების სახეები, რომელთაც გთავაზობთ გაფორმების ეკონომიკური ზონა
საქონლის გაფორმება
ბიზნესის დახურვა

სასაქონლო ოპერაციები

რომელ სასაქონლო ოპერაციებში შეიძლება საქონლის გაფორმება?
  • იმპორტი
    საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური საქონლის შემოტანისას  გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
  • ექსპორტი
    საქართველოს საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
  • რეექსპორტი
    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
  • ტრანზიტი
    უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდება  საბაჟო კონტროლის ქვეშ.
  • საწყობი
    იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე შეინახება უცხოური საქონელი, აგრეთვე - საქართველოს საქონელი, თუ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.
  • თავისუფალი ზონა
    უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები, ხოლო საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები.
  • დროებითი შემოტანა
    ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი (როგორც წესი, ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს).
  • შიდა გადამუშავება
    ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონლის მიმართ  გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, როგორიცაა:
    • საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
    • საქონლის წარმოება
    • საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა
    • საქონლის განადგურება
    • საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
  • გარე გადამუშავება
    ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონლის მიმართ  გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, როგორიცაა:
    • საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება
    • საქონლის წარმოება
    • საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა
    • საქონლის განადგურება
    • საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.