ბიზნესის რეგისტრაცია
გადამხდელის გვერდი
გადასახადის სახეები, განაკვეთები და გადახდის ვადები
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის წესი
საკონტროლო-სალარო აპარატი , ჩგდ
საქონლის/მომსახურების მიწოდების/გადაადგილების დოკუმენტი
ჩვენ გთავაზობთ . . .
შეღავათიანი რეჟიმები
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
სათამაშო ბიზნესის ნებართვა
ბუნებრივი რესურსები
სტატუსები და რეჟიმები
დოკუმენტების წარდგენის და საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები
სასაქონლო ოპერაციები
მომსახურების სახეები, რომელთაც გთავაზობთ გაფორმების ეკონომიკური ზონა
საქონლის გაფორმება
ბიზნესის დახურვა

დოკუმენტების წარდგენის და საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები

რა ვადაში უნდა მოხდეს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება ან უკან გაყვანა?
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის შემოყვანიდან  −   90 კალენდარულ დღეში;
  • სხვა შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანიდან  −    45 კალენდარულ დღეში;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, გამოცხადების  45-დღიან ვადას დაემატება დროებითი შენახვის  ვადა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში გამოცხადების ვადა შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 90 დღემდე, ამასთან საფასური შეადგენს:
    • ვადის არაუმეტეს 5 კალენდარული დღით გაგრძელებისას   –  დღეში 20 ლარი
    • ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გაგრძელებისას  – 100 ლარს + ყოველ  დღეზე 10 ლარი.

გახსოვდეთსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმდებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა.

რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით?

ავარიის ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის დროს მძღოლმა უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად. 
თუ საატრანსპორტო საშუალება განადგურდა ან დაზიანდა, მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საატრანსპორტო საშუალება მიიჩნევა სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

გახსოვდეთ! სატრანსპორტო საშუალებაზე ან საქონელზე დადებული ლუქის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნის, მოცილების ან განადგურების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება -  5000 ლარით.

სატრანსპორტო საშუალების გაფორმებამდე მისი გასხვისება (გაყიდვა) შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ან შსს მომსახურების სააგენტოში. სხვაგვარი გასხვისების  შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე წარდგენის ან/და გაფორმების ვალდებულება ახალ მფლობელზე არ გადადის.

საქონლის შემოტანისას საზღვარზე დოკუმენტები რა ვადაში უნდა  წარედგინოს ?

საქონლის ზოგადი დეკლარირების მიზნით დოკუმენტები საზღვარზე წარედგინება საქონლის შემოტანიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. 
თუ ზოგადი დეკლარირების ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, დეკლარანტს მათ წარსადგენად ან საქონლის უკან გასატანად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა გრძელდება დეკლარაციის წარდგენამდე. 
თუ ზემოაღნიშნულ ვადებში დეკლარანტმა არ წარმოადგინა შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი ან არ განახორციელა საქონლის უკან გატანა, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.

რა ვადაში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების  მიტანა დანიშნულების ადგილზე ?
  • სატვირთო  ავტომობილით  საქონლის  შემოტანისას   −   არაუმეტეს 10  კალენდარული  დღისა (100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით)
  • ტრანზიტით გადაადგილებისას  −  20 კალენდარულ დღეში
  • ცარიელი სატვირთო ავტომობილის გადაადგილებისას   −  45 კალენდარულ დღეში.

   
გახსოვდეთ! სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა  – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა.

რა უნდა იცოდეს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით?

ავარიის ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის დროს მძღოლმა უნდა საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად. 
სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში), შესაძლებელია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში. 
თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საატრანსპორტო საშუალება მიიჩნევა სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

გახსოვდეთ! სატრანსპორტო საშუალებაზე ან საქონელზე დადებული ლუქის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნის, მოცილების ან განადგურების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება -  5000 ლარით.