ბიზნესის რეგისტრაცია
რეგისტრაციის სამართლებრივი ფორმები
მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირება არის აუცილებელი პროცედურა ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) დასაწყებად. საქართველოში მეწარმე-სუბიექტად რეგისტრაცია დაკავშირებულია მარტივ პროცედურებთან და ამისთვის მხოლოდ ერთი დღეა საჭირო. იმისათვის, რომ დაარეგისტრიროთ ბიზნესი, მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ მეწარმე- სუბიექტის ფორმა, რომელიც სხვადასხვაგვარია და ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი შინაარსით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით.
- მეწარმე-სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (www.napr.gov.ge მის: საქართველო, ქ. თბილისი, 0102, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის N2);
- მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია გულისხმობს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას, რომლის შეცვლა ან განმეორება აკრძალულია;
- მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;
- მეწარმე სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაციის(ამონაწერის) მიღება შესაძლებელია როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ასევე სააგენტოს ოფიციალური ვერ-გვერდიდან.
არსებობს შემდეგი სახის სამართლებრივი ფორმები:
|
მეწარმე-სუბიექტები
|
ქონებრივი პასუხისმგებლობა
|
|
ინდივიდულაური მეწარმე
|
პასუხს აგებს პირადად მთელი თავისი ქონებით კრედიტორების წინაშე სამეწარმეო საქმინობიდან წარმოშობილი ვალდებულების გამო
|
|
იურიდიული პირები
|
|
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს)
|
საზოგადოების ვალდებულებების გამო პარტნიორები პირადაპირ და უშუალოდ პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით კრედიტორების წინაშე საზოგადოების ვალდებულებების გამო
|
|
კომანდიტური საზოგადოება (კს)
|
საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი საზოგადოების ვალდებულებების გამო შეზღუდულად აგებს პასუხს (კომანდიტი), ხოლო პარტნიორთა ნაწილი (კომპლემენტარი) მთელი თავისი ქონებით პირადად და შეუზღუდავადსრულად აგებს პასუხს
|
|
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია)
კოოპერატივი
|
პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანების პროპორციულად
|
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იხილეთ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობების (სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო) განხორციელების შემთხვევაში ფიზიკურ პირად რეგისტრაცია შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრში.
შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან);
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი;
გ) გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;
დ) უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება;
საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.
კანონმდებლობა:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996