ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: (12.03.2012 N3559)
ა) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზაცია, კოორდინაცია და ზედამხედველობა, მათ შორის:
ა.ა) შემოსავლების სამსახურის შენობა-ნაგებობებში საპროექტო/დაგეგმარების სამუშაოების განხორციელება;
ა.ბ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის შენობა-ნაგებობებში ინტერიერის/ექსტერიერის მოწყობის პროექტების მომზადება, დეფექტური აქტების შედგენა, დიზაინის შემუშავება;
ა.გ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების მომზადება;
ა.დ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, მიმდინარე საბაზრო ფასების გათვალისწინებით;
ა.ე) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამშენებლო მასალების შერჩევა და ხარისხის განსაზღვრა;
ა.ვ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია, მათი ხარისხის და ვადების კონტროლი;
ა.ზ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება, შემოწმება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება.