ინფორმაციის განახლების თარიღი: 20 ივნისი 2012

საშემოსავლო გადასახადი

ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:
  •  რეზიდენტი ფიზიკური პირი, ანუ პირი რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში;
  •  არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული გადახდის წყაროდან.
რას წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის?
დასაბეგრი შემოსავალი წარმოადგენს სხვაობას კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლისა და ხარჯების თანხებს შორის.
რა წარმოადგენს არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს?
დასაბეგრი შემოსავალი წარმოადგენს სხვაობას კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქართველოში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ხარჯების თანხებს შორის. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების (ხარჯების გამოკლების) გარეშე. არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით, საშემოსავლო გადასახადს იხდის კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელსაც აკლდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების თანხები.
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები:
რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები, რომლებიც არ ექვემდებარება საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, - იბეგრება 20 პროცენტით
გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლები, იბეგრება:
  •  ხელფასი -20 %
  •  დივიდენდები – 5%
  •  პროცენტები – 5 %
  •  როიალტი - 20%
არარეზიდენტი ფიზიკური პირი, საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე შემდეგი განაკვეთით:
  •  დივიდენდები – 5% ; • პროცენტები – 5 %; • საწარმოს,ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 %;
  •  ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი – 4 %;
  •  ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა − 20% ; • სხვა თანხები, რომლებიც ითვლება საქართველოში მიღებულ შემოსავლად – 10%. • ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – 20%
რა ვადაში უნდა განხორციელდეს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენა და გადახდა?

 

დეკლარაციის სახე
დეკლარაციის წარდგენის ვადა
გადახდის ვადა
წლიური საშემოსავლო  გადასახადის დეკლარაცია მომდევნო წლის 01 აპრილამდე მომდევნო წლის  1 აპრილამდე
წლიური საშემოსავლო გადასახადის შეწყვეტის დეკლარაცია საქმიანობის შეწყვეტისას - 30 სამუშაო დღის ვადაში საქმიანობის შეწყვეტისას - 30 სამუშაო დღის ვადაში

გადახდის წყაროსთან დასაბეგრი შემოსავლის დეკლარაცია *
*
დეკლარაციას წარადგენს მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს დაქირავებულ
პირთა შრომას ან/და ყიდულობს მომსახურებას გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირისგან და
უკავებს გადასახადს შემდეგი განაკვეთით: ხელფასი 20%; როიალტი 20%; პროცენტის სახით განაცემი 5%.
არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი
იბეგრება გადახდის წყაროსთან შემდეგი განაკვეთებით: ხელფასი 20%; პროცენტის სახით განაცემი 5%; სხვა თანხები 10%. 
 

ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა

 

 

 

თანხის გადახდისთანავე

 

 

 

 
მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, რა პრინციპით და რა განაკვეთით უნდა მოახდინონ საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე(საავანსო) გადასახდელების გადახდა?

მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: •

  • არა უგვიანეს 15 მაისისა - 25%
  • არა უგვიანეს 15 ივლისისა - 25%
  • არა უგვიანეს 15 სექტემბერისა - 25%
  •  არა უგვიანეს 15 დეკემბერისა - 25%.
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა წინა წელთან შედარებით გვიმცირდება დასაბეგრი შემოსავალი?
თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები
რა სახის შემოსავლები თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან?
  •  მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები
  •  ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახისჯილდოები;
  •  ალიმენტი;

• განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);

• ფიზიკური პირის მიერ: o

  • 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის), მასზე დამაგრებული მიწით, რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
  • საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; 
  • 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა იმ შემთხვევისა თუ გასხვისებამდე აქტივი იყო გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის; ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;
  •  საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
  •  საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;
  •  საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; • ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა
  •  2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
  • ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
  • არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
  •  რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში მიღებულ შემოსავალს;
  •  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში მათ ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება;
  •  ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს;
  •   აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა;
  •  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;
  •  ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის (დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით მიღებული სარგებელი.
  • როგორ აითვლება აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა?
  •  მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით;
  •  თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან.
ვინ ითვლება ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად?
  •  I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
  •  II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;
  •  III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
  •  IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.
რა სახის შეღავათები არსებობს საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისას?

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

  •  ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების;
  •  მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;
  •  პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
  •  მარტოხელა დედის;
  •  პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
  •  პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი. ამასთანავე, კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდებათ 50%-ით:
  •  მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი;
  •  მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ– ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი.
როგორ ვისარგებლოთ საგადასახადო შეღავათით?
საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი წარუდგენს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას და შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.