ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება

მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:  (2.04.2012 N 5542)

ა) მომსახურების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ბ) მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავება;
გ) მომსახურების ხარისხის მართვის ეფექტური ტექნოლოგიების/მექანიზმების შემუშავება, დანერგვის ინიციირება და სამუშაო პროცესში მონაწილეობა;
დ) მოქმედი პროცედურების დახვეწის მიზნით, მომსახურების პრობლემების/ხარვეზების შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად განხილვა და პრობლემების გადაჭრის გზების წარდგენა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის;
ე) მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლების კვალიფიკაციის შესაბამისობის კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადებისა და გადამზადების ინიციირება;
ვ) მომხმარებელთან ურთიერთობის კორპორატიული სტანდარტების შემუშავება შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და დანერგვა;
ზ) მომსახურების ხარისხის მართვის სახელმძღვანელოსა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიციირება და შემუშავება;
თ) მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა;
ი) განხორციელებული კვლევების შედეგების ანალიზი და მომსახურების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.