ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება

პროფესიული განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: (1.03.2012 N2796)

ა) შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;
ბ) შემოსავლების სამსახურის სისტემის ასისტენტებისა და სტაჟიორებისთვის ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;
გ) შემოსავლების სამსახურის თითოეული სტრუქტურული ერთეულისთვის ასისტენტების ან/და სტაჟიორების პროფესიული მომზადება, მათ შორის:
გ.ა) სასწავლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ.ბ) სწავლების პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;
გ.გ) პიროვნული და პროფესიული ტრენინგების საჭიროების გამოვლენა;
გ.დ) პიროვნული და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება;
გ.ე) სწავლებისა და ტრეინინგის შედეგების შეფასება და ანალიზი.
დ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიღებული ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროგრამების შემუშავება და ადაპტაციის პროცესის მართვა;
ე) შემოსავლების სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში არსებული პოზიციებისათვის (საშტატო ერთეულებისთვის) პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება და პროცესის მართვა.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;  (2.04.2012 N 5542)
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.  (2.04.2012 N 5542)