ინფორმაციის განახლების თარიღი: 10 თებერვალი 2014

ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატები

სერტიფიკატს გასცემს:
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია:
    • ცხოველების კარანტინში განთავსება
    • ნიმუშების აღება ანალიზისათვის
საქართველოდან ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის შემთხვევაში გაიცემა შემდეგი ვეტერინარული სერტიფიკატები:
  • საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველებზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე (ფუტ-კრის ხელოვნურად შექმნილი ახალი ოჯახი)
  • საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხო-ველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე
  • საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე
  • საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე
  • საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და სხვ.)
  • საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე
  • საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე
  • საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე
  • საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე
  • საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე
  • საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ექსპორტირებულ საკლავ დაკოდილ ცხვარზე
  • საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ ცხვრის მატყლზე
  • საქართველოდან ექსპორტირებულ ვეტერინარულ პრეპარატებზე, სუბსტანციაზე, ნედლეულზე, დაუფასოებელ და შუალედურ პროდუქციაზე
  • საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებისა და საკვებდანამატების


სერტიფიკატის მისაღებად ფიზიკური ან იურიდიული პირი გამცემ ორგანოში ელექტრონულად ან წერილობით წარადგენს განაცხადს
განაცხადი იურიდიული პირისათვის უნდა შეიცავდეს – ორგანიზაციის დასახელებას, მისამართსა და ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარს, მისამართსა და პირადობის მოწმობის ასლს

ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, გამცემ ორგანოს წარედგინება ცხოველთა მარშრუტის გეგმა და განაცხადი დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • ცოცხალი ცხოველების წარმომავლობის ადგილის შესახებ (ცხოველთა დაბადების ან შეძენის ადგილი – ქვეყანა, ოლქი, რაიონი. გარეული ცხოველების შემთხვევაში – დაჭერის ადგილები);
  • მათი სახეობის, სქესის, ჯიშის, ასაკის, წონისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ;
  • კარანტინის ადგილის შესახებ (იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის უზრუნველყოფის შემთხვევაში).


საქართველოსა და საერთაშორისო მოვაჭრე ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ასევე წარედგინება შესაბამისი ინფორმაცია.
სერტიფიკატი გაიცემა ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების საფუძველზე.

ვეტერინარული სერტიფიკატი არ გაიცემა:
  • თუ ტვირთი არ პასუხობს იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარულ მოთხოვნებს
  • თუ განმცხადებელს სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეჩერებული აქვს საწარმოო პროცესი.


მომსახურების გაწევისათვის საფასური შეადგენს - 50 ლარს
 

ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი:
  • •საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის დადგენილებები №430 და №429