საგადასახადო
საბაჟო
გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი)
იმპორტი
ექსპორტი
რეექსპორტი
ტრანზიტი
საქონლის დროებითი შემოტანა
საზღვრის კვეთა
ოქროს სია
საბაჟო საწყობი
სპაციალური სავაჭრო კომპანია
გადასახადები და შეღავათები
წინასწარი გადაწყვეტილება
ინტელექტუალური საკუთრება
სერტიფიკატები და ნებართვები
არასატარიფო ღონისძიებები
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება
იარაღის ბრუნვა
ნარჩენები
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლი
ოზონდამშლელი ნივთიერებები
ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტი/ექსპორტი
სავალუტო კონტროლი
პესტიციდები და აგროქიმიკატები
ვეტერინალური და ფიტოსანიტარული კონტროლი
ბროშურები
ხშირად დასმული კითხვები
ბმულები

ნარჩენები


„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ არასახიფათო და არარადიაქტიური ნარჩენების იმპორტი, კერძოდ კი იმ ნარჩენებისა, რომლებიც ევროგაერთიანების საბჭოს 259/93 რეგულაციით დადგენილი ”ნარჩენების მწვანე სიის” შემდეგ კატეგორიებს  მიეკუთვნებიან:

  • კატეგორია "GA" -ს (არადისპერსიულ ფორმაში მყოფი ნარჩენები, რომლებიც შედგება მეტალებისა და მეტალთა შენადნობებისაგან; არადისპერსიულ ფორმაში მყოფ ნარჩენებს არ მიეკუთვნება ნარჩენები ფხვნილის, წიდის ან მტვრის სახით, აგრეთვე მყარი საგნები, რომლებიც შეიცავენ სახიფათო ნარჩენებს თხევადი ფორმით);
  • კატეგორია "GH" -ს (მყარი პლასტმასის ნარჩენები);
  • კატეგორია "GI" -ს (ქაღალდის, მუყაოსა და ქაღალდის ნაწარმის ნარჩენები);
  • კატეგორია "GJ" -ს (საფეიქრო ნარჩენები);
  • კატეგორია "GN" -ის "GN010/ყვ 0502 00" -ის სახეობას;
  • კატეგორია "GL" -ს (დაუმუშავებელი კორპისა და მერქნის ნარჩენები);
  • კატეგორია "GE" -ს (მინის ნარჩენები არადისპერსიულ ფორმაში).
  • კატეგორია „GC“-ს (შავ ან ფოლადსასხმელ წარმოებაში მიღებული გრანულირებული წიდა).

           ამ ნარჩენების იმპორტი დაიშვება მხოლოდ მათი შემდგომი გადამუშავების, რეექსპორტის ან სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული "ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა "B" ჯგუფი".

ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის 259/93 დებულებით დადგენილი ნარჩენების (წითელი, ყვითელი და მწვანე) სიები