ვეტერინარული კონტროლი

ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გან¬ხორ¬ციელების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელების პროცედურებს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ.

ვეტერინარული კონტროლის მიზანია:
  • ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა
  • მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან
  • საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან
საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტებია:
  • ვეტერინარული სერტიფიკატი
  • საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა
  • ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – დამატებით მარშრუტის გეგმა.
საქართველოში იმპორტისათვის გამიზნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება:
  • დოკუმენტურ შემოწმებას;
  • იდენტურობის შემოწმებას;
  • ფიზიკურ შემოწმებას (ეჭვის საფუძველზე ან მონიტორინგის გეგმის თანახმად), ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – ცოცხალი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას.
 

მგზავრის მიერ არა უმეტეს 5 ერთეული შინაური ცხოველის შემოყვანა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 
  • განხორციელებული უნდა იყოს კონკრეტული სახეობის შინაური ცხოველის შესაბამისი პრევენციული ვაქცინაცია ან დაავადების წინააღმდეგ მკურნალობა;
  • თან უნდა ახლდეს შინაური ცხოველის პასპორტი ან დაავადების მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში’’, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით.

ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება:
  • საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში – იგი უბრუნდება გამომგზავნს;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციოდ საქონლის გადაადგილებისას.
  • დანართი №4-ით განსაზღვრულ საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილ საქონელზე
ძირითადი მარეგურილებელი ნორმატიული აქტები:
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №429 2010 წლის 31 დეკემბერი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №426 2010 წლის 31 დეკემბერი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №430 2010 წლის 31 დეკემბერი