ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება (რომელიც უნდა შეიცავდეს ექსპორტიორი ქვეყნისა და შემოსატანი ტვირთის დასახელებას, რაოდენობას, მოძრაობის მარშრუტს, მისი მიღების ადგილს, ხოლო ეტაპობრივად შემოტანის შემთხვევაში – თითოეული პარტიის რაოდენობასა და შემოტანის ვადას)
- მომსახურების გადასახადის ქვითარი
1 სამუშაო დღე-25 ლარი
5 სამუშაო დღე-20 ლარი
10 სამუშაო დღე- 10ლარი
20 სამუშაო დღე- უფასო
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ნუსხა, რომლთა იმპორტის დროს მოითხოვება ნებართვა
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების მიღება შესაძლებელია ყველა პორტალზე, ასევე ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული განცხადების საფუძველზე.
ნებართვის გაცემის პროცედურა
ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) (https://eservices.rs.ge/App_new.aspx?p=426) განცხადება ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ან იმ პორტალში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება. ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge აირჩიეთ ფანჯარა „განცხადება“, „საბაჟო, გეზი“, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი (ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები. ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები - მომსახურების გადასახადის ქვითრის ასლი და სხვა დოკუმენტები (არსებობისას).
ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს ექვსი თვის ვადით. მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, პლასტიკური ბარათით.
ანგარიშის რეკვიზიტები:
სსიპ “შემოსავლების სამსახური” ს მომსახურე ბანკი სს “კორ სტანდარტ ბანკი”.
ბანკის კოდი | 220101945
სსიპ “შემოსავლების სამსახური” ს ანგარიში GE14 KS00 0000 0000 0777 77;
სსიპ “შემოსავლების სამსახური” ს ვებ გვერდი: www.rs.ge;
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 226 11 75; 226 12 53 (ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16). ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება №426 2010 წლის 31 დეკემბერი