სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებია:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
ნებართვის გაცემის პროცედურა
ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) განცხადება ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, გაფორმების დეპარტამენტში ან იმ პორტალში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება.
ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე -www.rs.ge.
აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“, „ახალი განცხადებები“, ,,სერტიფიკატი’’, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები.
ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
- სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის დედანი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე ან/და ექსპორტზე
- ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი
- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება.
გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე
www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 2 26 11 69 ქ. თბილისი, გორგასლის №16