ინფორმაციის განახლების თარიღი: 10 იანვარი 2017

შემოსავლების სამსახურის სტრატეგია 2017-2020

შემოსავლების სამსახურის მისია

სამართლიანი და გამჭვირვალე საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირებითა და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევით, საბიუჯეტო შემოსულობების მობილიზება; ეკონომიკური, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა.


შემოსავლების სამსახურის ხედვა

ჩვენ, როგორც ღია, მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, ვინარჩუნებთ რა ადმინისტრირების მაღალ სტანდარტს,  საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, ვქმნით მაქსიმალურად ხელსაყრელ გარემოს ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის წასახალისებლად.


შემოსავლების სამსახურის ღირებულებები

შემოსავლების სამსახურისათვის დაკისრებული მისიის შესასრულებლად და დასახული მიზნების მისაღწევად,  ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქვემოთ ჩამოთვლილი ღირებულებებით, რომელთა განუხრელად დაცვა, დაინტერესებულ პირებთან  წარმოებული ურთიერთობისას, შემოსავლების სამსახურის ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა.

 

შემოსავლების სამსახურის უმთავრესი ღირებულებებია: პარტნიორობა და გამჭვირვალობა; სამსახური უდიდეს პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის მიერ უწყების განვითარების საქმეში შეტანილ წვლილს; ისინი უნდა გამოირჩეოდნენ:

 

პროფესიონალიზმით - მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულებების  ხარისხიანად და ეფექტურად შესასრულებლად;

კეთილსინდისიერებით - თითოეული მათგანის ქმედება დამყარებული უნდა იყოს პატიოსნებასა და სამართლიანობაზე;

გულისხმიერებით - უნდა შეეძლოთ, გადაწყვეტილების მიღებისას, დაინტერესებული პირების საჭიროებების მაქსიმალური ყურადღებით მოსმენა და შესაბამისი პასუხის გაცემა;

გუნდურობით - მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის უნარი;

ინოვაციურობით - ჩვენი სამსახურის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია რეგულარულად ხდებოდეს მუშაობის ახალი და თანამედროვე მეთოდების შექმნა/ დახვეწა;

ინოვაციურობით - ჩვენი სამსახურის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია რეგულარულად ხდებოდეს მუშაობის ახალი და თანამედროვე მეთოდების შექმნა/ დახვეწა;


შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის მიმოხილვა

შემოსავლების სამსახურის სტრატეგიული ამოცანები არის ხედვით გათვალისწინებული ძირითადი მიზნის აღსრულებისაკენ მიმართული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა თანმიმდევრული შესრულება  განაპირობებს როგორც სამსახურის, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმატებას.


იხილეთ დოკუმენტი სრულად: