ინფორმაციის განახლების თარიღი: 27 დეკემბერი 2013

სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა

 

თუ ხართ გადასახადის გადამხდელი, გაქვთ ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და გსურთ მისი ჩამოწერა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ:

·   ელექტრონულად, ჩვენი ვებ გვერდის დახმარებით მარტივად მოახდინოთ აღნიშნული საქონლის ჩამოწერა.

·   განცხადებით მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრს.

 

თქვენი მომართვის შემდეგ, შემოსავლების სამსახური ვალდებულია:

·   სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტი პირდაპირ დაადასტუროს;

·   ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემოწმება.

 

გახსოვდეთ! არ დაიბეგრება შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ჩამოწერილი ვადაგასული, გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა.  

 

როგორ ხდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა?

 

·   მას შემდეგ რაც გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge ელექტრონულად შეავსებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის  განცხადებას, რეგისტრირებულ განცხადებას მიენიჭება უნიკალური ID ნომერი, რის საფუძველზეც, გადამხდელი ბანკში იხდის −20 ლარს. საფასურის  ID ნომრის გარეშე გადახდის შემთხვევაში, აუცილებელია მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარადგენა შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ  სერვის-ცენტრში.

·   შემოსავლების სამსახურის მიერ ელექტრონული განაცხადი მიღებისთანავე მუშავდება და გადამხდელს იმავე დღეს ელექტრონულად ეგზავნება დოკუმენტი „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ“. რომლის საფუძველზეც გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერას განახორციელებს საგადასახადო ოფიცრის ადგილზე გაუსვლელად საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით ან საგადასახადო ოფიცრის თანდასწრებით.

·   თუ გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრს,     განცხადებას  თან უნდა დაერთოს ჩამოსაწერი საქონლის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებით დადგენილი ფორმით და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

გადასახადის გადამხდელს საშუალება აქვს ადგილზე ისარგებლოს უბნის საგადასახადო ოფიცრის დახმარებით, მიიღოს სრულყოფილი კონსულტაცია  და მისი დახმარებით  მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა.