საგადასახადო
გადამხდელი
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
სასაქონლო ზედნადები
Privé-პირადი საგადასახადო მრჩეველი
უბნის საგადასახადო ოფიცერი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა
საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი
სათამაშო ბიზნესის ნებართვები
საერთაშორისო ფინანსური კომპანია
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი
ალტერნატიული აუდიტი
მედიაცია
სახაზინო კოდები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური
საგადასახადო შეთანხმება
საგადასახადო დავის წარმოება
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები
წინასწარი გადაწყვეტილება
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელები
GPRS სალარო აპარატი
გადასახადები
საბაჟო
ბროშურები
ხშირად დასმული კითხვები
ბმულები

C კატეგორია

ალტერნატიული აუდიტი (C კატეგორია)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიალტერნატიული აუდიტი“- პროექტის ფარგლებში აგრძელებს კონკურსს კერძო აუდიტორების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებსა და ინდ. მეწარმეებს.

პროექტის მოკლე აღწერა:

შემოსავლების სამსახურიალტერნატიული აუდიტი”- პროექტის ფარგლებში ახორციელებს კერძო აუდიტორთა შერჩევას იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის ჩასატარებლად, რომელთა წლიური ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემთა საფუძველზე არ აღემატება 300 000 ლარს. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ აუდიტორთა მონაცემები გამოქვეყნებული იქნება www.rs.ge - ზე და გადასახადის გადამხდელს, შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, უფლება ეძლევა აირჩიოს კერძო აუდიტორი, რომელიც ჩაატარებს საგადასახადო აუდიტს. აუდიტორის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად, იწერება შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზე გადამხდელი უფლებამოსილია დააზუსტოს დეკლარაცია და აღიაროს საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის არ დაეკისრება ჯარიმა.

შემოწმების პროცესში, აუდიტორს უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს მისი თანდასწრებით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება, რომლის შედეგად გამოვლენილ ზედმეტობაზე ან/და დანაკლისზე ასევე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები.

ზემოაღნიშნული აუდიტორიული მომსახურების ანაზღაურება მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, რომლის ოდენობაც დგინდება ურთიერთშეთანხმების შედეგად.

მონაწილეობის პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: audit@rs.ge ან წარმოადგინოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მის: . თბილისი, გულუას . №4.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:

  

ტელ:

2 26 25 88