საგადასახადო
გადამხდელი
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
სასაქონლო ზედნადები
Privé-პირადი საგადასახადო მრჩეველი
უბნის საგადასახადო ოფიცერი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა
საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი
სათამაშო ბიზნესის ნებართვები
საერთაშორისო ფინანსური კომპანია
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი
ალტერნატიული აუდიტი
მედიაცია
სახაზინო კოდები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური
საგადასახადო შეთანხმება
საგადასახადო დავის წარმოება
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები
წინასწარი გადაწყვეტილება
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელები
GPRS სალარო აპარატი
გადასახადები
საბაჟო
ბროშურები
ხშირად დასმული კითხვები
ბმულები

საგადასახადო შეთანხმება

რა შეიძლება გახდეს საგადასახადო შეთანხმების საგანი?
გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს:
  • გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით
  • გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ საგადასახადო პერიოდზე/პერიოდებზე და გადასახადის სახეებზე მითითებით.
  • მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით
შესაძლებელია თუ არა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის დაკისრებული სანქციის თანხაზე?

საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის გამო დაკისრებული სანქციის თანხაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება დაუშვებელია.

 

გარდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის დაკისრებული სანქციის თანხისა, რა თანხებზე არ დაიშვება საგადასახადო შეთანხმების გაფორმება?
საგადასახადო შეთანხმების გაფორმება ასევე დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციაზე, მიმდინარე გადასახდელების თანხებზე და მოსაკრებლების თანხებზე.

 

რომელ ორგანოს წარედგინება განცხადება საგადასახადო შეთანხმების თაობაზე?
გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს
რა შედეგი მოყვება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევას?
საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.

 

შესაძლებელია თუ არა საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და გადასახადის სახეებზე შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა?
საგადასახადო ვალდებულებების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
შესაძლებელია თუ არა საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და გადასახადის სახეებზე მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა?
დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდზე/პერიოდებზე და გადასახადის/გადასახადების სახეებზე დაუშვებელია მაკონტროლებელი/ სამართალდამცავი ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა(გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).
შესაძლებელია თუ არა საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება?
გადასახადის გადამხდელმა შეიძლება გაასაჩივროს საგადასახადო შეთანხმება, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.