|
|
|
ექსპორტი
სად და როგორ დეკლარირდება საქონელი?
- პორტალში ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით:
- სასაქონლო დეკლარაციით;
- სასაქონლო ზედნადებით;
- ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის გატანისას ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას:
- გამარტივებული დეკლარაციით;
- ფიზიკური პირის დეკლარაციით;
- ან ზეპირი დეკლარირებით
- სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისას
- ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით
- გაფორმების ეკონომიკურ ზონაში:
- სასაქონლო დეკლარაციით ან
- ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით
დამატებით რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო სასაქონლო დეკლარაციაზე?
- სასაქონლო დეკლარაციაზე დამატებით წარედგინება:
- საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი
- საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი
- საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები
- სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები
- საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
- საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან
- ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)
- სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპორტის შემთხვევაში, დამატებით წარედგინება შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი“
ექსპორტისას, ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა ასლების სახითაა შესაძლებელი თუ ორიგინალის წარდგენაა უცილებელი?
- ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით
რა ვადაში და როგორ ხორციელდება საქონლის დეკლარირება?
- ექსპორტში საქონლის დეკლარირების ვადებია:
- კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში არა უგვიანეს 30 სამუშაო დღე
- საქონლის საწყობში დროებით შენახვისას განაცხადის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წელი
- გარე გადამუშავების მიზნით საქონელის ექსპორტისას გადამუშავების ვადის გასვლამდე
ვინ ავსებს სასაქონლო დეკლარაციას?
- დეკლარანტი, თუ:
ა) დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
ბ) გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში.
- მისი წარმომადგენელი, თუ:
ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში.;
- საგადასახადო ორგანო
ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს ან თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე“.
რა ვადაში უნდა წარედგინოს პორტალს დეკლარირებული საქონელი?
- ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი დეკლარირებიდან 10 კალენდარულ დღეში
- ექსპორტში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება 45 კალენდარულ დღეში
შესაძლებელია თუ არა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით?
- დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
- გარე გადამუშავება
- თავისუფალი ზონა
სად შეიძლება დასაწყობდეს ექსპორტში მოქცეული საქონელი?
- ექსპორტში მოქცეული საქონელი შესაძლებელია დასაწყობდეს
- საწყობში
- ტერმინალში
- შენახვის სხვა ადგილზე
წარედგინება თუ არა დროებით შენახვის განაცხადი?
- დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული დეკლარაციით
რა ვადით შეიძლება ინახებოდეს ექსპორტში მოქცეული საქონელი?
- ექსპორტში მოქცეული საქონელი შეიძლება დროებით ინახებოდეს საბაჟო საწყობში არა უმეტეს 120 დღისა.
რა გადასახადებია დაწესებული საქონლის ექსპორტის დროს?
- საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახდელებისაგან. „შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 160 ლარის ოდენობით
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით
გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 50 ლარის ოდენობით“.
|
|
|