ინფორმაციის განახლების თარიღი: 03 ივლისი 2012

ქონების გადასახადი

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადი.

დასაბეგრი:

  • საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი), იახტები (კატარღებზე), შვეულმფრენები, თვითმფრინავები;
  • არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება;
  • ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

ანგარიშგების ფორმა და ვადები:

წარადგენს დეკლარაციას არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოებრისა

გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს:

ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.

გადახდის ვადა:

გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის  15 ნოემბრისა

შენიშვნა:

ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს თუ  ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.

ფიზიკური პირებისთვის მიწაზე ქონების გადასახადი

დასაბეგრი:
საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

  • საკუთრებაში არსებული მიწა;
  •  სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს;
  • მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

ანგარიშგების ფორმა და ვადები:

წარადგენს დეკლარაციას არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოებრისა

გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს:

ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.

გადახდის ვადა:

 

გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის  15 ნოემბრისა

გათავისუფლება:

მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;

მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

შენიშვნა

დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ        შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).

საწარმოთა ქონების გადასახადი

დასაბეგრი ქონება:
რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია გადასახადს იხდის  მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).

ანგარიშგების ფორმა და ნაგარიშგების წარდგენის ვადა:
       
დეკლარაცია, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;

გადახდის ვადა:

გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;
არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა (მიმდინარე გადასახდელის სახით;

დასაბეგრი ქონება:

მიწა

ანგარიშგების ფორმა და ნაგარიშგების წარდგენის ვადა:
       
დეკლარაცია, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;

გადახდის ვადა

საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა