ფიზიკური პირი
საქართველოს მოქალაქე:
საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს პასპორტით ან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა ან პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით, ხოლო სავიზო რეჟიმის შემთხვევაში დამატებით უნდა იქონიოს დანიშნულების ქვეყნის ვიზა
- 16 წლამდე ბავშვი, აგრეთვე ქმედუუნარო პირი, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით (კანონიერი წარმომადგენლობა დადასტურებული უნდა იყოს დაბადების მოწმობის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის საფუძველზე) ან მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით
- 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელის ნოტარიულად დამოწმებული ნებართვით - ქვეყნიდან გასვლის შესახებ.
უცხო ქვეყნის მოქალაქე:
- უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის (ფოტო სურათით) საფუძველზე
- უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც მიემგზავრება საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვარი უნდა გადაკვეთოს იმ საბუთებით, რომლებითაც შემოვიდა საქართველოში
- უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე, ექვემდებარება უკან დაბრუნებას
ვიზები:
საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
| შვეიცარიის კონფედერაციის |
|
კანადა |
| ამერიკის შეერთებული შტატები |
|
ლიხტენშტაინის სამთავროს |
| არაბთა გაერთიანებული საამიროების |
|
სან-მარინოს რესპუბლიკის |
| ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს |
|
ავსტრალიის თანამეგობრობის |
| ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის |
|
სინგაპურის რესპუბლიკის |
| სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის |
|
ნორვეგიის სამეფოს |
| სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციის |
|
ისრაელის სახელმწიფოს |
| აღმოსავლეთი რესპუბლიკა ურუგვაის |
|
მექსიკის შეერთებული შტატების |
| ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის |
|
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის |
| წმინდა საყდრის (ვატიკანის) |
|
კოსტა-რიკის რესპუბლიკის |
| საუდის არაბეთის სამეფოს |
|
ახალი ზელანდიის |
| ბოსნია და ჰერცოგოვინას |
|
ბაჰამის კუნძულების |
| ხორვატიის რესპუბლიკის |
|
ანტიგუა და ბარბუდის |
| ბოტსვანის რესპუბლიკის |
|
არგენტინის რესპუბლიკის |
| ტაილანდის სამეფოს |
|
მალაიზიის ფედერაციის |
| ალბანეთის რესპუბლიკის |
|
სერბეთის რესპუბლიკის |
| ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები |
|
ერაყის რესპუბლიკის |
| იაპონია |
|
ანდორის სამთავროს |
| ისლანდიის რესპუბლიკის |
|
ქუვეითის სახელმწიფოს |
| კორეის რესპუბლიკის |
|
კატარის სახელმწიფოს |
| ბაჰრეინის სამეფოს |
|
ომანის სასულთნოს |
| მონაკოს სამთავროს |
|
ბელიზის |
| ჩილეს რესპუბლიკის |
|
მავრიკის რესპუბლიკის |
| ბარბადოსის |
|
პანამის რესპუბლიკის |
| მონტენეგროს |
|
|
|