|
ალტერნატიული აუდიტი (B კატეგორია)
შემოსავლების სამსახური ”ალტერნატიული აუდიტი”-ს პროექტის ფარგლებში აცხადებს აუდიტორული კომპანიების შერჩევას იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის ჩასატარებლად, რომელთა წლიური ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემთა საფუძველზე არ აღემატება 3 000 000 ლარს, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ უფლება ეძლევა აირჩიოს აუდიტორული კომპანია, რომლის მონაცემები შერჩევის შემდეგ გამოქვეყნდება www.rs.ge - ზე.
აუდიტორის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად იწერება შესაბამისი აქტი, რომლის საფუძველზე გადამხდელი უფლებამოსილია დააზუსტოს დეკლარაცია და აღიაროს საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გადამხდელს არ დაეკისრება ჯარიმა. ამასთან აღნიშნული პერიოდი ჩაეთვლება შემოწმებულად.
შემოწმების პროცესში აუდიტორულ კომპანიას უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება, რომლის შედეგად გამოვლენილ ზედმეტობაზე ან/და დანაკლისზე ასევე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები. ზემოაღნიშნული აუდიტორიული მომსახურების ანაზღაურება მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, რომლის ოდენობაც დგინდება ურთიერთშეთანხმების შედეგად.
დაინეტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ ელ. მისამართზე: audit@rs.ge ან წარმოადგინოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მის. თბილისი, გულუას ქ. №4
ტელ:
2 26 25 88
|