საგადასახადო
გადამხდელი
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
სასაქონლო ზედნადები
Privé-პირადი საგადასახადო მრჩეველი
უბნის საგადასახადო ოფიცერი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა
საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი
სათამაშო ბიზნესის ნებართვები
საერთაშორისო ფინანსური კომპანია
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი
ალტერნატიული აუდიტი
მედიაცია
სახაზინო კოდები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური
საგადასახადო შეთანხმება
საგადასახადო დავის წარმოება
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები
წინასწარი გადაწყვეტილება
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელები
GPRS სალარო აპარატი
გადასახადები
საბაჟო
ბროშურები
ხშირად დასმული კითხვები
ბმულები

A კატეგორია

ალტერნატიული აუდიტი (A კატეგორია)

შემოსავლების სამსახურიალტერნატიული აუდიტი”- პროექტის ფარგლებში აცხადებს A კატეგორიის დამოუკიდებელი  აუდიტორული ან/და საკონსულტაციო კომპანიების შერჩევას, რომელთაც ეძლევათ უფლება შეამოწმონ  სხვა ნებისმიერი კატეგორიის გადამხდელები და მათი მონაცემები შერჩევის შემდეგ გამოქვეყნდება www.rs.ge - ზე.

აუდიტორის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად იწერება შესაბამისი აქტი, რომლის საფუძველზე გადამხდელი უფლებამოსილია დააზუსტოს დეკლარაცია და აღიაროს საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გადამხდელს არ დაეკისრება ჯარიმა. ამასთან აღნიშნული პერიოდი ჩაეთვლება შემოწმებულად.

შემოწმების პროცესში აუდიტორულ კომპანიას უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება, რომლის შედეგად გამოვლენილ ზედმეტობაზე ან/და დანაკლისზე ასევე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები. ზემოაღნიშნული აუდიტორიული მომსახურების ანაზღაურება მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, რომლის ოდენობაც დგინდება ურთიერთშეთანხმების შედეგად.

დაინეტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ ელ. მისამართზე: audit@rs.ge ან წარმოადგინოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მის. თბილისი, გულუას . №4


ტელ:

2 26 25 88