დამატებული ღირებულების გადასახადი
დღგ-ის განაკვეთი შეადგენს:
- სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს;
იმპორტის თანხა არის ჯამი:
- სატარიფო ღირებულებისა;
- იმპორტისას გადასახდელი გადასახდელებისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად;
- მომსახურების ღირებულებისა, დღგ-ის გარეშე, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიხედვით ითვლება საქონლის იმპორტის ნაწილად
- საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს . ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;
საქონლის დროებითი შემოტანის თანხა ტოლია
დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის თანხისა;